საზოგადოება

საქართველოს თერთმეტ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

15.12.16 18:00


უამინდობის გამო, საქართველოს ექვს სკოლაში სწავლა შეწყვეტილია.

როგორც “კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო სწავლა შეწყვეტილია ამბროლაურში სოფელი პატარაონი, ნინოწმინდაში სოფლებში – კათნატუ, ჯდანოვი და ხელვაჩურის სოფლებში – გორა, მახო, ზედა ახალშენი.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწვეყტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება.

კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება.

ასეთია ჯამში 5 სკოლა. ესენია:

თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა და თიანეთის სამი სკოლა კონკრეტულად კი სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, ტუშურების საჯარო სკოლა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები