საზოგადოება
15.12.16 18:35
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ სიანში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კულტურის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ფორუმს დაესწრო.
როგორც “კვირას” ფონდიდან აცნობეს, „სამრეწველო პარკების განვითარების ფორუმზე“ საპარტნიორო ფონდი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 20 ქვეყნის 500-ზე მეტი ბიზნეს ლიდერი. ფორუმის ძირითადი მიზანი აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნების მიერ საერთაშორისო სამრეწველო პარკების განვითარების ხელშეწყობა იყო. ფორუმზე აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ერთიანი პოლიტიკის, ფინანსური მომსახურების, სატრანსპორტო ინდუსტრიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარეთ ერთობლივი საწარმოების შექმნისა და განვითარების, ასევე, ერთობლივი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ფორუმი აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის პრეზიდენტმა ლუ ძიენ ჭუნმა გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილმა.
ფორუმის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა საპარტნიორო ფონდის დელეგაციასა და აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ლუ ძიენ ჭუნს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა აბრეშუმის გზის ფონდსა და საპარტნიორო ფონდს შორის საერთო კაპიტალით ერთობლივი ფონდის ჩამოყალიბების პერსპექტივაზე ისაუბრეს. იდეის ავტორების მიხედვით, ახალ ფონდში კომერციულად მომგებიანი პოტენციური პროექტების ბაზა შეიქმნება, საიდანაც კერძო პროექტების დაფინანსება მოხდება.
აბრეშუმის სავაჭრო გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტში და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართული ღვინისა და ქართული კულტურის პლატფორმის შექმნას, რაც ასევე გულისხმობს ქართული ღვინის საგამოფენო ცენტრებისა და ქართული კულტურის სახლების გახსნას ჩინეთის 50 დიდ ქალაქში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ჩაის ინდუსტრიულ-ტურისტული პროექტის ხელშეწყობას, რომელიც მხარეების მიერ დამუშავების პროცესშია. საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო აბრეშუმის წარმოების რეაბილიტაციის პროექტს.
საპარტნიორო ფონდის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24