საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში შესაძლოა მოთოვოს

15.12.16 18:55


სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს და ხვალ, თბილისში შესაძლოა მოთოვოს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. თოვლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც.
ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში +1 +6, აღმოსავლეთში კი, 0 +5 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში დღეს და ხვალ შესაძლებელია მცირე თოვლი, ტემპერატურა დღეს ღამე -3, ხვალ დღისით კი, +3 გრადუსი იქნება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები