საზოგადოება

თბილისში ისტორიული წიგნების ქურდობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

15.12.16 21:10


სამართალდამცველებმა თბილისში 1954 წელს დაბადებული თ. გ. დააკავეს, რომელმაც გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში XVIII და XIX საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქურდობის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით ბიბლიოთეკაში აღნიშნული წიგნების სანაცვლოდ სხვა წიგნები დატოვა. სამართალდამცველებმა მოპარული წიგნები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დამნაშავემ დანაშაული აღიარა. გამოძიება „განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების“ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები