საზოგადოება

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილები დაიკავეს

27.04.16 20:00


საქართველო გოგონათა შორის ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაში (EGMO) წელს პირველად მონაწილეობდა და საპრიზო ადგილები მოიპოვა.

ოლიმპიადაში ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან სამმა საპრიზო ადგილები დაიკავა — ელენე ყარანგოზიშვილმა ვერცხლის მედალი მიიღო, ხოლო მარიამ როგავამ და სოფო ბრეგაძემ — ბრინჯაოს.


ევროპის მეხუთე მათემატიკური ოლიმპიადა გოგონათა შორის რუმინეთის ქალაქ ბუშტენიში ჩატარდა. ოლიმპიადაში სხვადასხვა ქვეყნიდან 147 კონკურსანტი მონაწილეობდა.

თითოეული სახელმწიფო, როგორც წესი, ოთხი მონაწილით არის წარმოდგენილი. შეჯიბრება ორი დღე მიმდინარეობს ამ დროის განმავლობაში სამი ამოცანაა ამოსახსნელი.
საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა 1959 წლიდან იმართება. მათემატიკური ოლიმპიადების მონაწილეთა უმრავლესობა ბიჭია, ხოლო 2012 წელს კემბრიჯში პირველად ჩატარდა მათემატიკური ოლიმპიადა გოგონებისთვის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები