ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება

16.12.16 23:45


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ხდება, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება.

როგორც გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში ფასების ინდექსი გამოითვლება საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის შემოწმებას დროდადრო ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

მისივე თქმით, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც ძირითად სტანდარტებს განსაზღვრავს იმისთვის, რათა ფასების დონის ადეკვატური განსაზღვრა მოხდეს.

”დღესდღეობით დაახლოებით 295 პროდუქტი არის ჩართული და ყოველწლიურად ხდება ამ სამომხმარებლო კალათის შეცვლა იმისდა მიხედვით, თუ რა შედეგს მოიტანს ის გამოკითხვა, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს ამ მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის გამოანგარიშების გასაუმჯობესებლად. თქვენ აბსოლუტურად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს გარკვეულ პროდუქტებზე ხდება ფასების შემცირება. აბსოლუტურად მართალი ხართ იმაში, რომ ეს პროცესი მიდის და იმის გამო, რომ ზოგზე ხდება ზრდა და ზოგზე შემცირება, აქედან გამომდინარე გვაქვს ის შედეგი, რომელიც უკვე საბოლოოდ ქვეყნდება. ასე, რომ, ერთი ან ორი პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება და ასევე რომელიმეს შემცირება არ ნიშნავს, რომ მთლიანად სამომხმარებლო ფასების ინდექსი შემცირდება. ბოლო ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს წლიური ინფლაციაა 0,6 %. ეს პროცესი არის აბსოლუტურად საერთაშორისო მეთოდოლოგიის ქვეშ მოქცეული და მისი შემოწმება დროდადრო მიმდინარეობს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები