ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს

19.12.16 15:00


საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – ნოემბერში ამ ქვეყნიდან 35,4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით 2,4%–ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რუსეთზე ნოემბრის თვეში ელექტრონული სისტემით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობის 36,2% მოდის. ნოემბრის თვეში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში სულ 97,8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ამასთან, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა. იანვარ–ნოემბრის პერიოდში საქართველოში 8%–ით ნაკლები თანხა შემოვიდა, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში (391 მლნ აშშ დოლარი). 2016 წლის 11 თვეში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების საერთო მოცულობამ 353 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები