პოლიტიკა

სემეკ-მა 2017 წლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა

19.12.16 21:15


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 19 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის; შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2017 წლის ტარიფების დადგენის თაობაზე კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტები განიხილა.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2017 წლისათვის შეადგენს 0.872 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო დისპეტჩერიზაციის ტარიფი - 0.082 თეთრი/კვტსთ-ს; შპს „ენერგოტრანსის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისთვის - 0.387 თეთრი/კვტსთ-ს ,400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისთვის - 0.496 თეთრი/კვტსთ-ს. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე და მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის; შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის 2017 წლის ტარიფების დადგენის მიზნით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია განთავსდა კომისიის ვებ გვერდზე. www.gnerc.org



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები