მსოფლიო

რუსეთის ელჩი თურქეთში თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

20.12.16 15:45


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის თავდასხმის შედეგად გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

თურქულმა მასმედიამ მანამდე განაცხადა, რომ კარლოვს ფოტოგამოფენის გახსნისას დაესხნენ თავს და ის მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ელჩი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. „ელჩი გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა, ამ დროს გაისმა შეძახილი „ალაჰ აკბარ!“ და დაიწყო სროლა. როგორც ჩანს, ეს ტერაქტი ელჩის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგა სროლის შემდეგ თავდამსხმელმა გამოფენაზე მყოფთ სალონიდან გასვლის უფლება მისცა. შეტაკება პოლიციასთან გრძელდება“, – განაცხადა თვითმხილველმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ანდრეი კარლოვზე თავდასხმის შესახებ უკვე აუწყეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები