პოლიტიკა

საქართველოს დღეს ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

20.12.16 16:10


საქართველოს დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი ეწვევა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი.

ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვლადიმერ მაკეი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვლადიმერ მაკეი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები