პოლიტიკა

,,მე საკმარისად ვითმინე. მაქვს ინფორმაცია და ვიცი, რა გარიგებები შედგა. ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა?“ - სააკაშვილი შიდაპარტიულ მოვლენებზე

20.12.16 19:00


საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ენმ-ს დამფუძნებელი ენმ-ს სამეგრელოს ორგანიზაციების კონფერენციაზე სკაიპით ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიის ზოგიერთი წევრის განცხადება სააკაშვილის პარტიიდან გამიჯვნის აუცილებლობაზე, ივანიშვილის წესებით თამაშია და დარტყმაა, როგორც სააკაშვილზე, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეც“. სააკაშვილმა პარტიის ზოგიერთი წევრი ყოფილ თანამებრძოლებადაც მოიხსენია.

სამეგრელოში პარტიის წევრებთან სააკაშვილის კაიპით ჩართვას ასევე ესწრებოდნენ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, დავით კირკიტაძე, ლაშა დამენია, თენგიზ გუნავა, ანი წითლიძე, ბათლომე შელია და სხვა ლიდერები.

„ამ კამპანიის დროს რამდენიმე ტყუილი ითქვა, პირველი ის რომ, მე ჩემი ნებით წავედი უცხოეთში, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ. ის რომ მე აქ ბრძოლას ვაგრძელებ არ ნიშნავს, რომ მე საქართველოში ბრძოლაზე ვამბობ უარს და ამის გამოყენება ჩემს წინააღმდეგ არგუმენტად, რომ სხვა პარტიაში წავიდა და ამიტომ საქართველოში არაფერს არ ნიშნავს, მცდარია.

სწორედ ამ დროს, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილის როლი უნდა იყოს სიმბოლური და ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი არ მემიჯნებოდნენ არის სიცრუე, რადგან ჩემმა მტრებმა რუსეთში და უკრაინაში ეს გაყიდეს და გაასაღეს ისე, რომ სააკაშვილი მოიშორა თავისმა პარტიამ და საკუთარი პარტიაც კი აგდებს სააკაშვილს.

ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან... მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს... ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს, რაღაცა ის, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები.

და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში.“- აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა პარტიის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი ხალხი უნდა შევიდეს და იმ ხალხმა, ვინც გამიჯვნაზწე საუბრობს თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:

„უნდა მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა, რომელზეც შეთანხმდება პარტიის უმეტესობა, უნდა შევიდეს ახალი ხალხი. იმ ხალხმა ვინც დაიწყო გამიჯვნაზე ლაპარაკი, მათ ტავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ხალხმაც უნდა მიიღოს მათზე გადაწყვეტილება.“- განაცხადა სააკაშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები