პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20.12.16 20:05


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმერ მაკეის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ მაკეის საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა მიულოცა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ბელარუსის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი.

მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსიის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა გააცნო. თავის მხრივ, ვლადიმერ მაკეიმ ქვეყნის პირველ პირს ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

საქართველოს პრეზიდენტისა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ვლადიმერ მაკეის თანმხლები დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი 2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები