საზოგადოება

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” გერმანიის მთავრობისგან 1400000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო

20.12.16 20:20


„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს რიკმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სექტორის კოორდინატორმა კლაუს ვეგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის მთავრობა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) საშუალებით, გამოყოფს 1 200 000 ევროს ოდენობის გრანტს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 500/400 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმის“, გურიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და „ჩრდილოეთის რგოლი წყალტუბოს“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. გარდა ამისა, ხელი მოეწერა „ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული კორიდორის პროექტის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას საკონსულტაციო მომსახურების დასაფინანსებლად. გრანტის ოდენობა შეადგენს 200 000 ევროს.

„ამ პროექტების განხორციელებით შეიკვრება ძლიერი ენერგეტიკული კვანძი რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობას და მდგრადობას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები