პოლიტიკა

საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა წელიწადში ერთხელ გამოქვეყნდება

20.12.16 20:35


საქართველოში ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა წელიწადში ერთხელ გამოქვეყნდება, რათა თავიდან ავიცილოთ ინტერპრეტაციები, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

დღემდე შსს დანაშაულის სტატისტიკას თვეში ერთხელ აქვეყნებდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას არც ერთი კანონი არ ავალდებულებს.

ქართულმა ინტერნეტ-გამოცემა „ტაბულამ“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოში ბოლო ათ თვეში ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა შეისწავლა და აღნიშნა, რომ დანაშაული, 2015 წელთან შედარებით, 6,7%-ით გაიზარდა. გახსნილი დანაშაულის რიცხვი 2016 წელს 40% იყო მაშინ, როდესაც 2015 წელს ეს მაჩვენებელი 45%-ს შეადგენდა. შესაბამისი სტატისტიკა „ტაბულამ“ შსს-დან გამოითხოვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები