ეკონომიკა

საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფები შეიძლება გაიზარდოს

21.12.16 14:45


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია (სემეკი) არ გამორიცხავს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) არაუგვიანეს 31 დეკემბრისა როგორც თბილისის, ისე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე ტარიფის კორექტირების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომისიაში ტარიფის გადახედვის შესახებ განაცხადები საქართველოს ყველა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ შეიტანა.

ელექტროენერგიის იმპორტზე ფასების დაწევა დაკავშირებულია რუსეთთან ფასების დაწევის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან და ასევე იმ ფაქტთან, რომ საქართველოს ზამთრის პერიოდში შეუძლია ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იმპორტი, დასძინა მან.

ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფის შესახებ ზუსტ პროგნოზს მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც ყველა სახის ტარიფზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„სემეკში ორი კვირის განმავლობაში გაიმართება სხდომები ტარიფების შესახებ, სანამ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ დისპეჩერიზაცია-გადაცემის, ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ბოლოს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გასულ წელს გაიზარდა კომპანიების განცხადებების საფუძველზე, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებასა და გადაცემაზე ტარიფის გადახედვას ეროვნული ვალუტის ვარდნასთან დაკავშირებით მოითხოვდნენ. ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობიდან გამომდინარე, თბილისის მცხოვრებლები 1 კვტ/სთ-ში დღგ-ის გარეშე 0,11-დან 0,18 ლარამდე იხდიან, რეგიონებში კი 0,12-დან 0,21 ლარამდე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები