საზოგადოება

სვანეთში ჩამოწოლილმა ზვავმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

21.12.16 15:00


სვანეთში ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. იგი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავის გამო ჩაკეტილი იყო, მამაკაცი კი გზის სანახავად მიკროავტობუსიდან გადმოვიდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და იგი მოიყოლა.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ხაიშში, მას ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ (სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) მუხლით დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები