საზოგადოება

„მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქობისთვის ემზადება“

21.12.16 15:10


„მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქობისთვის ემზადება“ , – ამის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტმა ლევან სუთიძემ განაცხადა.

ჟურნალისტმა გადაცემაში საპატრიარქოში არსებულ ორ ფრთას შორის დაპირისპირებაზე ღიად ისაუბრა. მისი თქმით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების უკან პატრიარქობისთვის ბრძოლის ინტერესია.

“პატრიარქის სიძე, რომელიც არის პატრიარქის უშიშროების სამსახურის უფროსი, დაუპირისპირდა ე.წ. დიღმის დაჯგუფებას. ეს არის უკიდურესად ბნელი და ექსტრემისტული გამონათქვამებით და დანაშაულებრივი ქმედებით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელსაც მფარველობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ის პატრიარქის ძმისშვილია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შემოსავლიანი სასულიერო პირია და, როგორც ჩანს, მან უკვე დაიწყო მზადება პატრიარქობისთვის“, – განაცხადა ლევან სუთიძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები