პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ბელარუსს 2017 წელს ესტუმრება

21.12.16 15:35


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსს მომავალ წელს ესტუმრება, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მარგველაშვილისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ბელარუსს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა.

გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარებაც განიხილეს. ვლადიმერ მაკეიმ ქვეყნის პირველ პირს ბელარუსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მარგველაშვილმა მაკეის საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მიულოცა.

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია თბილისში ოთხშაბათს გაიმართება. საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. საქართველოს საელჩო ბელარუსში მინსკის ცენტრში 2007 წელს გაიხსნა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები