საზოგადოება

პოლიციელს, რომელსაც ”იბერიის” ჟურნალისტი ძალადობაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა

21.12.16 15:45


პოლიციელს, რომელსაც ”იბერიის” ჟურნალისტი გიორგი გასვიანი მის წინააღმდეგ ძალადობის განხორციელებაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პოლიციელი, პირადი პატაკის საფუძველზე, გამოძიების დასრულებამდე, კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

ტელეკომპანია „იბერიის“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს.

შემთხვევა ორი დღის წინ ბორჯომში მოხდა. აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

„19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტმა, გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები.

აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე, საქმე, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, -აღნიშნულია პროკურაურის განცხადებაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები