საზოგადოება

აჭარაში 60-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს აქვს ხარისხის ნიშანი

21.12.16 16:40


აჭარაში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კიდევ 16-მა ტურისტულმა ობიექტმა მიიღო და მათი რიცხვი 62-მდე გაიზარდა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამჯერად აჭარაში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ 5 კვებისა და 11 განთავსების ობიექტმა მიიღო. „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ნიშნის მქონე პირველი ტურისტული ობიექტები აჭარაში ივნისში გამოჩნდა.

ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს პროექტში ჩართული ობიექტების უსაფრთხოების, სისუფთავის, ჰიგიენისა და მომსახურების

მინიმალური სტანდარტების შესაბამისობას კრიტერიუმებზე, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხარისხის ნიშნის მინიჭების პროექტი 2016 წელს დაიწყო. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს. ის მომავალ წელსაც გაგრძელდება. კრიტერიუმებისა და რეკომენდებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საიტზე recommend.ge.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები