საზოგადოება

თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა არ გაძვირდება

21.12.16 17:10


ლარის კურსის ვარდნის მიუხედავად, თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას არ გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ.

ბოლო დროს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით ვარდნას განაგრძობს. 21 დეკემბრისთვის მან მიაღწია ნიშნულს 2.7831 GEL/$1, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.

„მეტროსა და ავტობუსების მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე, თბილისელ მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა გავუძვიროთ. რაც შეეხება ე.წ. მარშრუტკებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი კომპანია. არსებული კონტრაქტით თბილისი მერია მოკლებულია რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს, ტარიფი არეგულიროს“, — აღნიშნა ლექვინაძემ.

თბილისში ამჟამად მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრი ღირს, მოკლე მარშრუტებზე — 40-50 თეთრი. რაც შეეხება მეტროსა და ავტობუსებს, ამ ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 50 თეთრია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები