საზოგადოება

ბათუმში „ექსტაზის“ გაყიდვისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

21.12.16 18:15


საქართველოში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ბათუმში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

შსს-ს მონაცემებით, თურქეთის 25 წლის მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან 199 აბი „ექსტაზი“ 2400 ლარად გაყიდა. გარიგება მის დროებით საცხოვრებელ ბინაში შედგა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 10 აბი „ექსტაზი“ და 3 აბი MDMA ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და 40 აბი „ექსტაზი“.

შსს აღნიშნავს, რომ თურქეთის მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადატანა და გადაგზავნა“, რაც სასჯელის სახით 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები