საზოგადოება

ზვიად ძიძიგური - ოპოზიციას სურს იხმაუროს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან წუხს

21.12.16 19:05


პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა მივიდეს პარლამენტში ეკონომიკური გუნდი ოპოზიციის მოთხოვნით.

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას სურს ატეხოს აჟიოტაჟი ლართან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე.

,,მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას, რაზეც პასუხი უნდა გაეცა ეკონომიკურ გუნდს, გაცემულია.

რაიმე ახალი სათქმელი ეკონომიკურ გუნდს იმის მერე რაც პარლამენტში იყო არამგონია, რომ ჰქონდეს. ვერ ვხედავ რაიმე დატვირთვას ეკონომიკური გუნდის რომ კიდევ დამატებით პარლამენტში მოვიდეს, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას აჟიოტაჟის ატეხვა სურს. სურთ მეტი იხმაურონ, რომ ძალიან წუხან ლარის კურსთან დაკავშირებით. არავითარი წუხილი მათ არ გააჩნიათ. რაიმე წუხილი რომ ქონდეთ, თემით სპეკულირებას თავს დაანებებდნენ და აჟიოტაჟის შექმნას არ შეუწყობდნენ ხელს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები