მსოფლიო

რა ძირითად საფრთხეებს ასახელებს დონალდ ტრამპი

21.12.16 19:40


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებს შორის „ისლამურ სახელმწიფოსა“ და კიბერშეტევებს ასახელებს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy იუწყება. რუსული მედია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთი ძირითად საფრთხეებს შორის არ სახელდება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის მოქმედებაზე კონტროლის აუცილებლობა, შეიარაღებული ძალების რეფორმირების და მათ დაფინანსებაზე შეზღუდვის მოხსნის საჭიროება.

მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რუსეთს ძირითად საფრთხეებს შორის ასახელებდა მისი ბირთვული პოტენციალის, კიბერშეტევებისთვის ფართო შესაძლებლობების, ასევე მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის გამო.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები