საზოგადოება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავს

21.12.16 19:55


კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ გეგმავს, – ამის შესახებ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”თქვენ იცით, რომ ტარიფი რამდენიმე წელია არ შეცვლილა. თან ეს ლარის ბიზნესია, ანუ შემოსავალი ლარში გვაქვს. კურსის ცვალებადობა ჩვენზე მოქმედებს მხოლოდ იმ კუთხით, რომ იმპორტირებული პროდუქტი გვაქვს დოლარში. ჩვენ სემეკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

ჯერჯერობით ფასის რესტრუქტურიზაციაზე მოთხოვნას არ ვგეგმავთ”, – განაცხადა გიორგი ცხადაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები