ეკონომიკა

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარმა გამყარება დაიწყო

22.12.16 19:05


გაუფასურების პიკის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში გამყარება დაიწყო.

ხუთშაბათს ვაჭრობა $1/2.8125 ლარიდან დაიწყო და თბილისის დროით 11:10 საათისთვის ერთი აშშ დოლარის ფასი 2.7750 ლარზე ჩამოვიდა. ფიქსირდება 1,4%-იანი გამყარება, იუწყება ტელეკომპანია GDS. Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე დაფიქსირებული ფასებიდან გამომდინარე, 1 დეკემბრიდან ლარი დოლარის მიმართ 8.8%-ით გაუფასურდა.

ამის პარალელურად საინვესტიციო ბანკმა Renaissance Capital-მა ლართან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია შეაფასა და ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლარი მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა, და რომ სამართლიანი ფასი ერთ დოლარზე 2,55 ლარია.

ბანკის აზრით, ბოლო დღეების მოვლენები შესაძლოა ლარის გაუფასურების უკიდურეს წერტილად იქცეს, ანუ საქართველოს ეროვნული ვალუტა მეტად აღარ დაეცეს, თუ თურქული ლირა დასტაბილურდება. საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის აზრით, ლარის გაუფასურება დროებით ხასიათს ატარებს, რასაც საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკური ფაქტორებით ხსნიან და საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარებას ელოდებიან. დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების გზით ხორციელდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები