საზოგადოება

დეკანოზი კახაბერი - დაცვის სამსახური შიდა სტრუქტურული სამსახურია, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

22.12.16 19:25


დაცვის სამსახური ეს არის შიდა სტრუქტურული სამსახური, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ პატრიარქი მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ეს არ არის საჯარო და საზოგადო პრობლემა.

„ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით, რაღაც მოხდა და ამ პრობლემას შიგნითვე დაალაგებენ. მე ვფიქრობ, ეს განსახილველი თემაც არ არის“, - განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები