საზოგადოება

უკრაინის მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას ცდილობდა

22.12.16 19:55


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცახდებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 311 აბი და 2,5 გრ ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები