საზოგადოება
22.12.16 21:05
ქართლის ქარის ელექტროსადგური საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“21 დეკემბერს მასმედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით გვსურს განმარტება გავაკეთოთ და აღვნიშნოთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ პარტნიორებმა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“. პარტნიორმა ორგანიზაციებმა პროექტის ჯამური ღირებულების 30%-ის დაფინანსება განახორციელეს, ხოლო დანარჩენი 70% ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა დააფინანსა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ქართლის ქარის ელექტროსადგური საცდელი გაშვებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების რეჟიმზე გადავიდა, მისი ფუნქციონირება არასოდეს შეწყვეტილა. ელექტოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიმდინარე თვის პირველი რიცხვიდან დღემდე სრულად მიეწოდა საქართველოს ელექტროსისტემას (5,5 მილიონი კილოვატ საათი). ამასთან, 21 დეკემბერს ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 10 572 კილოვატ საათი შეადგინა.
როგორც მოგეხსენებათ, ქარის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს ქარის არსებობა.
ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავების დასაწყებად ესაჭიროება მინიმუმ 3 მ/წ სიჩქარის ქარი, ხოლო მისი შემდგომი გამომუშავების ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქარის სიჩქარის მატებასთან. მიმდინარე წლის დეკემბრის მონაცემებით ქართლის ქარის ელექტროსადგურის ეფექტურობამ 54% შეადგინა, რაც მსოფლიოში დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
აქვე გვინდა დავამატოთ, რომ ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებისას რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზებს თუ შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია და ელექტროსადგური გამართულად ფუნქციონირებს. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ეკოლოგიურად სუფთა და საქართველოში პირველად წარმოებული განახლებადი ენეგია სახელმწიფო ელექტროსისტემის გავლით სრულყოფილად მიეწოდება ქვეყნის მოსახლეობას” , – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24