საზოგადოება

შს მინისტრი: “კანონიერ ქურდობაზე” შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს

22.12.16 21:15


“კანონიერ ქურდობაზე” შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს მუხლი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება.

“ვთვლი, რომ ეს მუხლი არის ბუნდოვანი და საჭიროებს დაზუსტებას. მე სპეციალური ჯგუფი გავგზავნე იტალიაში, სადაც საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. კანონიერ ქურდობაზე სანქციები არ შემცირდება. გამკაცრებაზეა აქ საუბარი და არა შემსუბუქებაზე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები