მსოფლიო

საქართველოს ოთხი მოქალაქე უკრაინაში ბინების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

22.12.16 21:45


უკრაინის სამართალდამცველებმა ხერსონის ოლქში საცხოვრებელი ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათ ბრალი ედებათ თანხის, ძვირფასეულობის, მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების ქურდობაში. ეჭვმიტანილები, რომელთა ასაკი 25-დან 30 წლამდეა, ხერსონში დეკემბრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ბინიდან მოპარული ძვირფასეულობითა და თანხით (10 ათასი გრივნა) შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პირები ბინის საკეტებს ე.წ „ატმიჩკის“ საშუალებით აღებდნენ. ორი პირი ბინაში შედიოდა, ერთი სადარბაზოსთან იცდიდა, ერთიც — ავტომობილში.

როდესაც სამი ეჭვმიტანილი ავტომობილს მიუახლოვდა, მათ პოლიციელები უკვე ელოდნენ.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე უკრაინის სსკ-ის მუხლით „ქურდობა ბინაში ან სხვა შენობაში თუ საცავში უკანონო შეღწევით, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები