საზოგადოება

საქართველოს სამხედრო გზაზე ახალი ხიდი აშენდა

22.12.16 22:50


საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე, მდინარე ჩხერეზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, იუწყება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ხიდი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის 125-ე კმ-ზე მდებარეობს. ძველი ხიდი მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია, რის გამოც ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა გახდა საჭირო.

პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი; მოეწყო ხიდის სავალი ნაწილი, ახალი წყალგამტარი მილები, სადრენაჟე არხები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 680 ათას ლარს შეადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები