საზოგადოება

პრემიერი: ზამთრის კურორტებმა შეფერხებების გარეშე უნდა იმუშაოს

23.12.16 0:00


საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს დაავალა იზრუნოს იმაზე, რომ საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტულმა სეზონმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტურისტების მოზიდვა საქართვლოს მოსახლეობის შემოსავლებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უამინდობამ საქართველოს გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები ან სხვა სირთულეები არ შექმნას.

ტურიზმის განვითარება ქვეყნის განვითარებას პირდაპირ უკავშირდება, აღიშნა კვირიკაშვილმა.

გასულ კვირაში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ოთხი ზამთრის კურორტი: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და სვანეთი. რაც შეეხება სვანეთში თეთნულდის სათხილამურო ტრასას, იქ სეზონი 24 დეკემბერს გაიხსნება, ხოლო ბაკურიანში კოხტა და მიტარბი – 25 დეკემბერს. 2016 წელს საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტებზე პირველად ააშენეს ერთდროულად ცხრა საბაგირო გზა – სამ–სამი გუდაურის, თეთნულდისა და მიტარბის ტრასებზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები