პოლიტიკა

მეთიუ ბრაიზა - ენერგოწყაროების საკითხის გამოყენებით რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს

23.12.16 14:30


ენერგოწყაროების საკითხის გამოყენებით რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, ელჩმა მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთა ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თურქეთი და რუსეთი რეგიონის მსხვილი მოთამაშეები არიან და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლამ საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ელოდება.

”მე ენერგო წყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. თურქეთის დინების ნავთობსადენის მიზანია რუსული გაზის ევროპის კავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგო სფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.

არსებობს რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის კავშირთან მათი კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს.

მოსკოვი ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი დარჩება თავისი მისწრაფებების ერთგული და გააგრძელებს ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება მცდელობები ეს ეროვნული კონსენსუსი შეარყიოს”, -განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები