საზოგადოება

ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები უღელტეხილებზე

23.12.16 16:00


საქართველოს გზებზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო კვლავ პრობლემებია შექმნილი. ამასთან დაკავშირებით სპეციალური რეჟიმები მოქმედებს, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188 კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-125 კმ (ლენტეხი-ბენიერი) მონაკვეთზე.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-65 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ზამთრის საბურავებისა და დადგენილი რეჟიმების დაცვისკენ მოუწოდებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები