საზოგადოება

საშობაო ველომსვლელობა თბილისის ცენტრში გაიმართება

23.12.16 17:45


ტრადიციული ველომსვლელობა Christ-Mass, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეუძლია, თბილისისი ცენტრში 25 დეკემბერს გაიმართება.

Christ-Mass — ეს ყოველწლიური ველორბოლაა, რომელშიც მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა სადღესასწაულო კოსტიუმი და საახალწლოდ მორთული ველოსიპედია. Christ-Mass-ის ველომსვლელობა, ტრადიციულად, საქველმოქმედო ხასიათის იქნება. ამჯერად ღონისძიების ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ საჩუქრები გაიღონ შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის.

„ველომოყვარულებო, თქვენი დახმარებით ჩვენ ვაპირებთ, რომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში საჩუქრები და სათამაშოები მივუტანოთ და გავახაროთ პატარები, რომლებიც სწავლობენ და იზრდებიან დღის ცენტრ „ახალ ნაბიჯებში“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

აქტივისტები საბავშვო სათამაშოებს, ტანსაცმელს და სხვა იმ ნივთებს აგროვენებ, რომლებიც ბავშვებს გამოადგებათ. „ერთად გავახაროთ ბავშვები. მათაც აქვთ უფლება იყვნენ ბედნიერები“, — აღნიშნულია განცხადებაში. ტრადიციული ველომსვლელობა სტარტს ვარდების მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან აიღებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები