საზოგადოება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მეცენატთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართება

23.12.16 18:10


23 დეკემბერს, 17 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში მეცენატთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართება.

სასახლე, რომელმაც წლების განმავლობაში, არაერთი სახელოვანი, თავისი სფეროს პროფესიონალი აღზარდა, აფუძნებს სასახლის მეგობართა და მეცენატთა კლუბს, რომლის მიზანია წარმატებულმა ადამიანებმა, ბიზნესმენებმა, კომპანიებმა თავისი ცოდნით და გამოცდილებით ხელი შეუწყონ მის წარმატებულ, შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას, გახდნენ სასახლის მეგობრები და გულშემატკივრები, თავისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინონ მის გუნდს, ბენეფიციარებს პროფესიული და სოციალური მხარდაჭერა, შეიტანონ წვლილი სასახლის განვითარებაში, მხარი დაუჭირონ სხვადასხვა ნოვატორულ წამოწყებასა და ინიციატივაში, ხელი შეუწყონ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების წახალისებას სხვადასხვა ფორმით.

მოწვეულ სტუმრებს – სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს, ბიზნესმენებს მიენიჭებათ სასახლის მეცენატთა კლუბის საპატიო წევრის სტატუსი.

პრეზენტაციის მხარდამჭერია მედია ჰოლდინგი „კვირა.“



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები