პოლიტიკა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო კომისიის 8 წევრი დაასახელა

23.12.16 18:25


საკონსტიტუციო კომისიის წევრები ნაციონალურ მოძრაობიდან იქნებიან:

1. გიორგი ტუღუში

2. ოთარ კახიძე

3. ზურაბ ჭიაბერაშვილი

4. ხათუნა გოგორიშვილი

5. სერგი კაპანაძე

6. სალომე სამადაშვილი

7. მამუკა ჩიქოვანი

8. ირაკლი აბესაძე

"ჩვენ გვგონია, რომ ამ კომისიამ უნდა იმუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც მართლა საჭიროებს ცვლილებას და ეს არის ჩვენთვის საარჩევნო სისტემა, რომ ასეთი უსამართლო სისტემა, რომელიც ახლა არის არ იყოს, როცა ნახევარზე ნაკლები ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდაჭერის შედეგად 3/4-ს იღებს რომელიმე პოლიტიკური ძალა და ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. ამიტომ, ჩვენი მოწოდება არის ხელისუფლების მიმართ და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების მიმართ, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ სწორედ ამ თემაზე მუშაობა, რომელიც მართლა საჭიროებს რეფორმირებას,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ.

კომისიის შემადგენლობა ოფიციალურად დღეს უნდა დასახელდეს. შესაბამის აქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოსცემს, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა. უმრავლესობას კომისიაში 23 წევრი ეყოლება. 8 წარმომადგენელი ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, 2 პატრიოტთა ალიანსს, თითო-თითო ლეიბორისტებს, თავისუფალ დემოკრატებს და დემოკრატიულ მოძრაობას.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები