პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილთან კონსულტაციები გაიმართა

23.12.16 18:55


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო შემადგენლობა ჩამოყალიბებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში იმუშავებენ.

ამასთან, კითხვაზე იქნება თუ არა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში პარლამენტის ყოფილი სპიკერი დავით უსუფაშვილი, მდინარაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ თემაზე უსუფაშვილთან კონსულტაციები გაიმართა და თუკი ის კომისიაში წარმოდგენილი არ იქნება, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებით მოხდება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პეროსნალურ შემადგენლობასთან დაკავშირებით დღეს განცახდების გაკეთებას პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები