პოლიტიკა

მღებრიშვილი: საქართველოს შსს-ს უღირსი პოლიციელები დატოვებენ

23.12.16 19:05


საქართველოს შსს-ში ბალასტი ის ადამიანებია, რომლებმაც ამოწურეს მართლწესრიგის ორგანოებში მუშაობის რესურსი და პოლიციელის მუნდირს შეურაცხყოფენ, განაცხადა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე.

მინისტრმა უფრო ადრე განაცხადა, რომ შსს-ში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ფარგლებში რიგი თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება, რომლებიც უწყებაში თავისებურ ბალასტს წარმოადგენენ.

შს მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს დაევალათ იმ თანამშრომლების სიის შედგენა, რომლებიც, მათი აზრით, თავიანთი საქმიანობის პერიოდში ნაკლებად პროდუქტიულები იყვნენ.

„ჩვენ ინდივიდუალურად მივუდგებით ამ სიებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამოწურეს შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი, ჩვენ მათ მადლობას ვეტყვით და დავემშვიდობებით“, — აღნიშნა მღებრიშვილმა.

საქართველოს შსს-ში თავის ადგილებს შეინარჩუნებენ ღირსეული თანამშრომლები. „აქვე განვმარტავ, რომ თავის თანამდებობას შეინარჩუნებს ყველა ის თანამშრომელი, ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავენ თქვენი, ჩვენი, ყველას ოჯახების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. ასეთი თანამშრომლები არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდეც სისტემაში“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ უფრო ადრე განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებული გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯები 10%–ით უნდა შემცირდეს.

ხარჯების შემცირება უკვე გაწერილია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. შემცირება უკვე მოხდა თავდაცვის სამინისტროში. რეორგანიზაცია და საშტატო ერთეული შემცირება დაგეგმილია განათლების, გარემოს დაცვისა და კულტურის სამინისტროებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები