საზოგადოება
23.12.16 20:30
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს შესახებ გამოცდილებას მოლდოვის რესპუბლიკა გაიზიარებს.
ამ მიზნით, საქართველოს, სასწავლო ვიზიტით, დელეგაცია ეწვია, რომელმაც დეტალურად შეისწავლა ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მუშაობის სპეციფიკა.
ორმხირივი შეხვედრებისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო შექმნისა და მათი იმპლემენტაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან გამართული შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებს და ამ მიმართულებით მთავრობის სამომავლო გეგმებს. დელეგაციის წევრებმა, ასევე შეხვედრები გამართეს სახალხო დამცველის ოფისის და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმების თანამშრომლობის ფორმატები. დელეგაციის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც საქართველო, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რეფორმების განხორციელების პროცესში იღებს. მოლდოველმა კოლეგებმა დეტალურად შეისწავლეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის მუშაობასთან დაკავშირებული ასპექტები.
დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სახელმწიფო უწყებების კოორდინირების და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკის შესახებ. ამასთან, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მაგალითზე გეგმავს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განვითარებას 2017 წლის განმავლობაში. სამოქმედო გეგმის შექმნის ვალდებულება სახელმწიფომ აიღო მიმდინარე წლის ნოემბერში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკის ანგარიშის განხილვის შემდეგ.
აღნიშნული პროცესის შედეგად მოლდოვის რესპუბლიკამ გაიზიარა სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან მიღებული 175 რეკომენდაცია. მოლდოვის მთავრობა გეგმავს ასახოს აღნიშნული რეკომენდაციები სამოქმედო გეგმაში და ამასთან, შექმნას უწყებათაშორისი მექანიზმი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესს. სახელმწიფოების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენელებმა მოლდოველ კოლეგებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულების საქართველოში არსებული პოლიტიკის დოკუმენტების და ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და მოლდოვის რესპუბლიკაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR) მიერ დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პოლიტიკის დოკუმენტების და ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარების მიმართულებით.
მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24