საზოგადოება

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

23.12.16 21:40


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ მიმართა.

კოდექსის პროექტი საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა მონაწილეობით შემუშავდა, რომელშიც დაინტერესებული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა დარგობრივი თუ სექტორული სამინისტროების რეკომენდაციით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

აღნიშნული კოდექსის პროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებსა და ადგილობრივ გამოწვევებს, რომლის ახალი რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვისა და იმპლემენტაციისათვის ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა უშუალო მონაწილეობით ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებში გარემოსდაცვითი საკონსულტაციო ორგანიზაციები, დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სემინარის მსვლელობის დროს გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელიც შემდგომში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტში აისახა.

საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაწყებამდე, კოდექსის პროექტი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენჯერმე განთავსდა. ასევე, პროექტთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განხილვა მოეწყო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები