საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი თედო კობახიძეს - უხერხულია სკამზე ასეთი ჩაფრენა და ჩაბღაუჭება

23.12.16 23:00


თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეს ვითარების გარკვევამდე თნამდებობიდან წასვლას ურჩევს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ თბილისის საკრებულო ქალაქის პრობლემების მოგვარებაზე საუბრობდეს, ნაცვლად ამისა, საკრებულოს წევრებს საუბარი უწევთ საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ საკუთარი აპარატის თანამშრომელთა ღირსებისა და უფლებების შელახვაზე.

”ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ სამი წელია ეს პრობლემა არსებობს. გიორგი ტყემალაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან მოუწოდა იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს, თედო კობახიძეს ვითარების გარკვევამდე თანამდებობა დატოვოს.

”უხერხულია სკამზე ასეთი ჩაფრენა და ჩაბღაუჭება. უხერხულია საკუთარი თანამშრომლების ლანძღვა და ჭორიკნებად მოხსენიება”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იურიდიული სამსახურის ხუთი თანამშრომლის უფლებების ბოლომდე დასაცავად. ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს იურიდიული კომისიის ყველა თანამშრომელს პრემია ჩაერიცხა გარდა ანა ვარდოსანიძისა.

”დღეს პრემია ჩაერიცხა ყველა თანამშრომელს ანა ვარდოსანიძის გარდა. რამდენიმე წუთის წინ მოხდა ეს და ნუ გვატყუებ აქ ყველას”, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა თედო კობახიძეს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები