საზოგადოება

პატრიარქს ვირუსი და მაღალი ტემპერატურა აქვს

26.12.16 15:15


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ვირუსული ინფექციის ფონზე, მაღალი ტემპერატურა აქვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავაზე დაყრდნობით.

მისი უწმინდესობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღსაყდრებიდან 39-ე იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას ვერ დაესწრო.

საზეიმო ლიტურგიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მეუფე დანიელმა აღავლინა, ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრი და მისი დელეგაციის წევრები.

უკრაინელი სასულიერო პირები საქართველოში სპეციალურად ილია მეორის ინტრონიზაციის იუბილეზე დასასწრებად ჩამობრძანდნენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები