მსოფლიო

53 წლის ასაკში პოპ-ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

26.12.16 15:35


53 წლის ასაკში მსოფლიო ვარსკვლავი, პოპულარული მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. ჯორჯ მაიკლი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

პოლიციამ ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი საეჭვო გარემოება არ ფიქსირდება.

განცხადება გაავრცელა პოპ ვარსკვლავის წარმომადგენელმაც, სადაც მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, გაითვალისწინონ ჯორჯ მაიკლის ოჯახის წევრების მდგომარეობა მძიმე წუთებში.

მომღერლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები