საზოგადოება

პრეზიდენტი შობას გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს

26.12.16 16:15


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს:

"ძვირფასო თანამოქალაქენო,

გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა.

განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე.

ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენ ოჯახებსა და ჩვენ სამშობლოში," - ნათქვამია მილოცვაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები