საზოგადოება
26.12.16 17:20
ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს.
თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და შესაბამისად, გარემონტებული ვაგონებით უსაფრთხო გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს.
განახლებული ვაგონები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მატარებელი მნიშვნელოვანია, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
“დღეს ბაკურიანში დღესასწაულია. ე.წ კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ასევე, დღეს ჩვენ გავხსენით მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა და ახალი საბაგირო, რომელიც 30 წლის წინ შეჩერდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ჩავბერეთ კურორტ მიტარბს. კოხტა-მიტარბის ახალი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსში და განვითარდება გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ქაოსური განვითარების გარეშე”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კურორტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ვითარდება და ხორციელდება ინვესტიციები.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებისთვის, თუმცა, პოტენციალიდან გამომდინარე, კურორტი ძალიან დიდ რადიუსში მცხოვრებლებს დაასაქმებს.
“ძალიან დიდი გეგმები გვაქვს – მომავალი წლის განმავლობაში აშენდება ბიატლონის ტრასა, ვიწყებთ ტრამპლინის აღდგენას და დამონტაჟდება ბევრი ატრაქციონი, რომელიც 12 თვის განმავლობაში აქ დაუსაქმებელს არავის დატოვებს”, – განაცხადა პრემიერმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24