მსოფლიო

დონალდ ტრამპი – გაერო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე წყვეტს

29.12.16 19:35


აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერო მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე აგვარებს. ასეთი პასუხი გასცა ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა შეამციროს თუ არა აშშ-მა თავისი მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში.

„გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ მას არ იყენებს. როდის გინახავთ, რომ გაეროს რამე პრობლემა მოეგვარებინა? პირიქით, ის ქმნის პრობლემებს. თუ ის არსებულ პოტენციალს ამართლებს, ძალიან კარგი, თუ არა – ეს ფულის და დროის ფუჭად ფლანგვაა“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ გაეროში ყველაფერს შეცვლის. მან ასევე განაცხადა, რომ გაერო არის ინტერესთა კლუბი, სადაც ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რომ დრო კარგად გაატარონ.

გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა, რომელიც ამ თანამდებობას ოფიციალურად 1 იანვრიდან დაიკავებს, განაცხადა, რომ ის ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები