პოლიტიკა
24.04.16 18:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში აუცილებლად 2017 წლის იანვრიდან შევა.
„ჩემი მთავარი სამი დაპირება არსებობდა… პირველი ჰაუპტვახტების გაუქმება იყო — ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და ეს სისტემა გაუქმდა, მეორე — ჩვენ სპეცუბნების გაუქმების ინიციატივა დავაყენეთ და ჯერჯერობით საკითხი საპარლამენტო დონეზე დგას, თუმცა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ამ საკითხთან მიმართებით რაიმე გართულებას არ ველოდებით და მჯერა, რომ სპეცუბნებიც გაუქმდება და ეს ჩემი მესამე დაპირებაა (საკონტრაქტო არმია — რედ.), რომელიც მსურს რამდენიმე თვეში დავასრულო… კონსულტაციების შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს წინააღმდეგობა არ ექნება“, — განაცხადა ხიდასელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის სიტყვებით, ჯარში ნებაყოფლობითი სამსახური მისი, როგორც მინისტრის ინიციატივა იყო და ეს სურვილი როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე თავდაცვის უწყების ინტერესებთან არის თანხვედრაში.
„არ შეიძლება ამ ტიპის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ჩვენ უწყების შიგნით, სამხედრო მოსამსახურეებთან, არაერთი დებატი და განხილვა გავმართეთ და მოხარული ვარ, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული“, — დასძინა მინისტრმა.
ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ საკონტრაქტო სამსახური საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს.
მოსალოდნელია, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას გაასაჯაროებს. ამასთან ერთად, ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრის ცვლილების შემთხვევაში ვითარება შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია
18:2506.12.23
-
გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
18:0006.12.23
-
17:2506.12.23
-
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
17:0006.12.23
-
16:4006.12.23
-
16:2006.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა
16:0006.12.23
-
15:4006.12.23
-
15:2006.12.23
-
15:0006.12.23
-
14:4006.12.23
-
14:2006.12.23
-
10 დეკემბრამდე საქართველოში თოვლი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი
14:0006.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
13:4006.12.23
-
13:2006.12.23
-
13:0006.12.23
-
12:4006.12.23
-
12:2006.12.23
-
12:0006.12.23
-
11:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:3006.12.23
-
10:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:0006.12.23
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23