პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს

27.04.16 20:40


გიორგი აბაშიშვილმა ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა, რომლებსაც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, არამედ როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და სავაჭრო არეალის გაფართოებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი აბაშიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და მიმზიდველობაზე.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გერმანიის სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ადგილობრივ მკვლევარებთანაც გამართა.

ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით 2012 წლიდან იმართება და წელს მას ბერლინი პირველად მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანაორგანიზატორობითა და ბერლინში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

წყარო : IPN /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები